ივერიონი / დავით უსუფაშვილი: მოვესწრებით იმ დროს როცა ეს დღე სხვანაირად აღინიშნება!

დავით უსუფაშვილი: მოვესწრებით იმ დროს როცა ეს დღე სხვანაირად აღინიშნება!

  პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოვა დრო და 27 სექტემებრს ჩვენ სხვანაირად აღვნიშნავთ. 

 

  "სამწუხაროდ ძალიან კარგად მახსოვს ეს დღე, ის ეპოქა, როდესაც ძალიან ბევრი უბედურება დაატყდა თავს ჩვენს სამშობლოს. მათ შორის ეს ტრაგიკული დღე, რომელსაც დღეს აღვნიშნავთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო და მოვესწრებით იმ ეპოქას, როცა ეს დღე სხვანაირად აღინიშნება. აღინიშნება ერთი მხრივ როგორც ხსოვნის დღე იმ ადამიანების ვინც თავი გასწირეს, ასევე იმ დღედ, რომელიც კვლავ დაგვაკავშირებს ერთმანეთთან იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს არიან. ეს დღე მოვა, ეს დღე მოვა მშვიდობით და არ და ვერ მოვა იარაღით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

  დავით უსუფაშვილის განმარტებით, იმ ადამიანების მსხვერპლი ვინც სამშობლოს ერთიანობისთვის თავი გასწირეს კიდევ უფრო დაფასდება და შეფასდება. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი გმირთა მოედანზე უმრავლესობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. 

27-09-2014, 12:53
უკან დაბრუნება