ივერიონი / ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების ფაქტზე თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების ფაქტზე თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს

   საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება–გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე, მ. ს,  ნ. ა. და ვ. ა. დააკავა.

 

  "გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა, დაამზადეს და მეწარმე სუბიექტზე გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, თითქოს მათ მეწარმეს მიაწოდეს 20 000 ლარის ღირებულების საქონელი. ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების სანაცვლოდ, ბრალდებულებმა დიდი ოდენობის თანხა აიღეს.

 

  გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით".

27-09-2014, 14:03
უკან დაბრუნება