ივერიონი / ზურაბ ჯაფარიძე: ყველა ქართველს უნდა ახსოვდეს, თუ რა მოხდა სინამდვილეში!

ზურაბ ჯაფარიძე: ყველა ქართველს უნდა ახსოვდეს, თუ რა მოხდა სინამდვილეში!

  "ყველა ქართველს უნდა ახსოვდეს, თუ  რა მოხდა 27 სექტემბერს",-ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმყოფებოდნენ. მათ მემორიალი გვირგინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

  "ძალიან მძიმე დღეა,  საქართველოს ისტორიისთვის ტრაგიკული დღე, მაგრამ მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ქართველს უნდა ახსოვდეს, თუ  რა მოხდა ამ კონკრეტულ დღეს. ეს არის ის, რომ რუსეთის იმპერიისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოში ვინაა ხელისუფლებაში. ის აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას ნებისმიერ შემთხვევაში. ამის შედეგი იყო  მაშინ სოხუმის დაცემა. ამის შედეგია ის, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. მნიშვნელოვანია, რომ ეს მომავალ თაობებს მუდმივად ახსოვდეთ.

 

  სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენ გვიწევს ამ დღის შეხვედრა ისეთ რეალობაში, როდესაც საქართველოს მთავრობა დეოკუპაციის მიმართულებით, დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების მიმართულებით, პრაქტიკულად, არაფერს აკეთებს. ეს არის სამწუხარო რეალობა",-განაცხადა ჯაფარიძემ.

 

  სოხუმის დაცემიდან დღეს 21 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

27-09-2014, 14:34
უკან დაბრუნება