ივერიონი / სოზარ სუბარი: ყველანაირად ვცდილობთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა სტაბილური იყოს!

სოზარ სუბარი: ყველანაირად ვცდილობთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა სტაბილური იყოს!

  საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა შეაფასა გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე:

 

  "დასამალი არ არის, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა იყოს სტაბილური, იმიტომ, რომ ეს სჭირდება პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას, გარკვეული მიმართულებები ამ მხრივ წარმატებულიც არის, ეს არის მხოლოდ მცირედი, იმიტომ, რომ რუსეთის მხრიდან ამის პასუხად ძალიან ხშირად არის ხოლმე მავთულხლართები და უამრავი სხვა პრობლემები", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

27-09-2014, 15:18
უკან დაბრუნება