ივერიონი / არჩილ გეგეშიძე: ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისთვის იყო გათვლილი!

არჩილ გეგეშიძე: ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისთვის იყო გათვლილი!

  გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვით გამოსვლა აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა გათვლილი იყო როგორც ევროპელი, ასევე ამერიკელი პარტნიორებისთვის:

  "იგი იყო მორგებული როგორც ჩვენი ევროპელი, ამერიკელი პარტნიორებისთვის, ასევე რეგიონალური პარტნიორებისთვის, ქვეყნის შიდა აუდიტორიისთვის, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის და დებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან კარგად გათვლილი დღევანდელი მომენტის შერჩევით", - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.

28-09-2014, 18:00
უკან დაბრუნება