ივერიონი / დავით ნარმანია ბერლინის მერს შეხვდება

დავით ნარმანია ბერლინის მერს შეხვდება

  თბილსის მერი დავით ნარმანია სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დავით ნარმანია ბერლინის მერს შეხვდება. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იქნება. ორი დედაქალაქის მერი თბილისსა და ბერლინს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღმავების საკითხებს განიხილავენ.

  "ბერლინის მერთან საუბარი თბილისსა და ბერლინს შორის თანამშრომლობის საკითხების გაღრმავებაზე გვექნება და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ევროპული სტანდარტების ჰარმონიზაციისა და სხვა ცალკეულ პროექტებში მხარდაჭერის საკითხებზე ვისაუბრებთ", - განაცხადა გერმანიაში გამგზავრების წინ დავით ნარმანიამ.

  მისივე თქმით, თბილსიის ხელისუფლებამ დედაქალაქის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით გერმანიასთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო. "გენგეგმის შედგენისას გერმანული მხარე მხარდაჭერას გაგვიწევს და ამ მხრივ ევროპული გამოცდილების გაზიარებაში დაგვეხმარება. გერმანელი ექსპერტები უშუალოდ იქნებიან ჩართულები ამ პორცესში და გაგვიწევენ ყველა საჭირო კონსულტაციას იმისათვის, რომ შედგეს ძალიან ღირებული და განვითარებაზე ორიენტირებული დედაქალაქის განვითარების გრძელვადიანი გეგმა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

  მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველომ ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, განსაკუთრებით აქტუალურია არსებული წესებისა და პროცედურების ევროპული გამოცდილებასთან ჰარმონიზაცია. ბერლინის მერთან თბილისის მერის შეხვედრა 30 სექტემბერს გაიმართება.

28-09-2014, 18:57
უკან დაბრუნება