ივერიონი / რას ედავება გამოძიება გიგი უგულავას?

რას ედავება გამოძიება გიგი უგულავას?

  საქალაქო სასამართლოში თბილისის განვითარების ფონდის საქმეს განიხილავენ. პროცესს გიგი უგულავა დაესწრება.   გამოძიება ყოფილ მერს თბილისის ბიუჯეტის სახსრების თავის სასარგებლოდ გამოყენებას ედავება. დღევანდელ პროცესზე  ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან. 

  უგულავას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი თბილისის განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი, სახელმწიფოს კუთვნილი 48 მილიონი ლარის გაფლანგვისთვის აქვს ბრალი წარდგენილი.

29-09-2014, 11:05
უკან დაბრუნება