ივერიონი / რატომ უნდა გადადგეს დავით ლორთქიფანიძე?!

რატომ უნდა გადადგეს დავით ლორთქიფანიძე?!

საყდრისის ეროვნული საგანძურის ერთ-ერთი აქტიური მცველი ნინო მიქიაშვილი თავის ფეისბუქსტატუსში სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელს დავით ლორთქიფანიძეს გარეწარს, მშიშარას, უვარგის, ქვეშაფსია და სამშობლოსთვის გამოუსადეგარს უწოდებს.


მიქიაშვილი ცდილობს, დავით ლორთქიფანიძეს საერთო ფეისბუქ-მეგობრების საშუალებით მიაწვდინოს ხმა, დანარჩენებს კი სთხოვს, გამოხატონ საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, უნდა ეკავოს თუ არა მას სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელის პოსტი ან, უარეს შემთხვევაში, უნდა სთავაზობდეს თუ არა მას ხელისუფლება კულტურის მინისტრის სავარძელს- მას, რომელიც ქართულ ეროვნულ საგანძურს ანიავებს.


ნინო მიქიაშვილის ფეისბუქსტატუსს ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, რომელთა უმეტესობაც იზიარებს ავტორის აზრს და დავით ლორთქიფანიძეს თანამდებობისთვის შეუფერებელ ხელმღვანელად მიიჩნევს.

29-09-2014, 12:39
უკან დაბრუნება