ივერიონი / მიხეილ სააკაშვილსა და ჰილარი კლინტონს შოირის სატელეფონო საუბარი შედგა!

მიხეილ სააკაშვილსა და ჰილარი კლინტონს შოირის სატელეფონო საუბარი შედგა!

დღეს საქართველოს პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ფაცებოოკ-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.


"ივერიონი" გამოქვეყნებულ ტექტს უცვლელად გთავაზობთ:  "საუბრის მთავარი თემა ის პროგრესი იყო, რასაც საქართველომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია. ამავე სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა იმსჯელეს დეკემბერში დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე.

მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში არსებული პროგრესის განხილვა, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული ჩატარებისა და მთავრობის გადაბარების ფონზე".

3-11-2012, 19:03
უკან დაბრუნება