ივერიონი / პაატა ზაქარეიშვილი დმანისში შეხვედრას გამართავს

პაატა ზაქარეიშვილი დმანისში შეხვედრას გამართავს

  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი  დმანისში შეხვედრას გამართავს. მინისტრი ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგნელებს და სტუდენტებს შეხვდება.

 შეხვედრაზე  "შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2009-2014 წლების სამოქმედო გეგმის შეფასების დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართება.

  შეხვედრის ფარგლებში სიტყვით გამოვლენ პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სავალან მირზოევი და შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრები. შეხვედრის ბოლოს  დისკუსია გაიმართება.

 

30-09-2014, 06:32
უკან დაბრუნება