ივერიონი / ალექსანდრე მარგიშვილი: შეზღუდულ ვადებში კონკრეტულ დასკვნებს მივიღებთ!

ალექსანდრე მარგიშვილი: შეზღუდულ ვადებში კონკრეტულ დასკვნებს მივიღებთ!

  მთავრობის სხდომაზე თბილისის მერიასა და კომპანია "სითი პარკს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები განიხილეს. მთავრობის დღევანდელ სხდომას ესწრებოდა ვიცემერი ალექსანდრე მარგიშვილი, რომელმაც ცენტრალური მთავრობიდან მიიღო ნებართვა იმაზე, რომ აუდიტის სამსახური "სითი პარკის" ფინანსურ დოკუმენტაციას შეამოწმებს.

 "შეზღუდულ ვადებში მივიღებთ კომპეტენტურ დასკვნას, რომელზეც კონტრაქტორი ვერ იტყვის, რომ ეს ცალსახად მხოლოდ მერიის დღევანდელი ხელმძღვანელობის პოზიცია.
ჩვენ არ ვეთანხმებით ამ პირობებით ურთიერთობის გაგრძელებას. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე რეალისტური იქნება, რომ სერიოზული ცვლილებები ამ ხელშეკრულებაში გველოდება",-აცხადებს მარგიშვილი.

30-09-2014, 14:45
უკან დაბრუნება