ივერიონი / ბორის აკუნინი: რუსეთი ჯერ პოლიტიკურ იზოლაციაში აღმოჩნდება, შემდეგ ეკონომიკურადაც ჩამოიშლება!

ბორის აკუნინი: რუსეთი ჯერ პოლიტიკურ იზოლაციაში აღმოჩნდება, შემდეგ ეკონომიკურადაც ჩამოიშლება!

 ცნობილი რუსი მწერალი ბორის აკუნინი ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ყირიმის მიერთების მცდელობა რუსეთს ძვირად დაუჯდება.


 როგორც აკუნინი აღნიშნავს ის უკრაინაზეც ფიქრობს- ქვეყანაზე, რომელსაც თავისი გზა აქვს. მას ყირიმის გარეშეც ყველაფერი კარგად  ექნება და დასავლეთი დახმარებას არ დაიშურებს, რათა უკრაინა დემოკრატიული ფასეულობების "ვიტრინად" აქციოს.


  "მე მინდა ვკითხო იმ თანამემამულეებს, რომლებსაც ძალიან უხარიათ წინასწარ გადაწყვეტილი, ყირიმის მიერთება (ასეთები, ეტყობა, უმრავლესობაა): პატივცემულო უმრავლესობავ, თუ გესმით, რა დაგვიჯდება ეს ნადავლი?
არა?
 

  შედეგად იმისა, რომ რუსეთმა სხვა სახელმწიფოში შეიყვანა საკუთარი სამხედრო ნაწილები ("ღვთის რჩეული" პუტინი რაც არ უნდა ცრუობდეს), მოხდება შემდეგი:
რუსეთი ჯერ აღმოჩნდება პოლიტიკურ იზოლაციაში, შემდეგ ეკონომიკურშიც. ფული გაედინება საზღვარგარეთ, არ იქნება ინვესტიციები, ჩვენს გაზს და ნავთობს მსოფლიო მალე მოუძებნის შეცვლელს, ასე, რომ სათბობით მიღებული ზემოგების დრო დამთავრდება". აცხადებს აკუნინი.

 

   მისი თქმით, ყოველივე ეს კუპეში სამხედრო ხარჯების გარდაუვალ ზრდასთან ერთად, მოიტანს ეკონომიკისა და რუბლის ვარდნას. შემდეგ კი, ალბათ, გაუქმდება მისი კონვერტირებადობა. ასე, რომ ანტალიასთან, ეგვიპტესთან და ტაილანდთან მალე მოგვიწევს განშორება!

 

  ახლა კი გთავაზობთ ბორის აკუნინის შეხედულებების სრულ ვერსიას.

 

  "საკითხის ფასი
  მე ახლა უკრაინაზე არ ვფიქრობ. უფრო სწორად, უკრაინაზეც ვფიქრობ, რა თქმა უნდა, მონათესავე, მაგრამ მაინც სხვა ქვეყანაზე, რომელსაც თავისი გზა აქვს. ვუსურვებ ამ ქვეყანას ყველაფერ კარგს. მან თავისი ვაჟკაცობითა და სისხლით დაამტკიცა, რომ ის - ქვეყანაა. ვფიქრობ, მას ყირიმის გარეშეც ყველაფერი კარგად ექნება. დასავლეთი დახმარებას არ დაიშურებს, რათა უკრაინა დემოკრატიული ფასეულობების "ვიტრინად" აქციოს. ყირიმელები კი, ალბათ, მწარედ ინანებენ, რომ გამოეყვნენ.
მაგრამ ახლა, მე, საკუთარი ქვეყნის - რუსეთის მომავალი უფრო მაფიქრებს - ის მუქ ფერებში ჩანს.

 

  მე მინდა ვკითხო იმ თანამემამულეებს, რომლებსაც ძალიან უხარიათ წინასწარ გადაწყვეტილი, ყირიმის მიერთება (ასეთები, ეტყობა, უმრავლესობაა): პატივცემულო უმრავლესობავ, თუ გესმის, რა დაგვიჯდება ეს ნადავლი?
არა?


  შედეგად იმისა, რომ რუსეთმა სხვა სახელმწიფოში შეიყვანა საკუთარი სამხედრო ნაწილები ("ღვთის რჩეული" პუტინი რაც არ უნდა ცრუობდეს), მოხდება შემდეგი:
რუსეთი ჯერ აღმოჩნდება პოლიტიკურ იზოლაციაში, შემდეგ ეკონომიკურშიც. ფული გაედინება საზღვარგარეთ, არ იქნება ინვესტიციები, ჩვენს გაზს და ნავთობს მსოფლიო მალე მოუძებნის შეცვლელს, ასე, რომ სათბობით მიღებული ზემოგების დრო დამთავრდება.

 

  ყველაფერი ეს, კუპეში სამხედრო ხარჯების გარდაუვალ ზრდასთან ერთად, მოიტანს ეკონომიკისა და რუბლის ვარდნას. შემდეგ კი, ალბათ, გაუქმდება მისი კონვერტირებადობა. ასე, რომ ანტალიასთან, ეგვიპტესთან და ტაილანდთან მალე მოგვიწევს განშორება.
მკვეთრად გაძვირდება იმპორტირებული საქონელი, ბევრი უბრალოდ გაქრება.

 

   სავალუტო მარაგი დიდხანს არ გვეყოფა. ხელფასებისა და პენსიების გასტუმრებისთვის მთავრობა ჩართავს საბეჭდ დაზგას. ეს მიგვიყვანს ინფლაციასთან და ფასების კიდევ უფრო ზრდასთან. მიუხედავად ამისა, საბიუჯეტო მოხელეებს მაინც ვერაფრით ვერ გადავუხდით... და სახელმწიფო გაკოტრდება.

  მზარდი უკმაყოფილების ჩასაცხრობად, რეჟიმს მოუწევს, იმოქმედოს უფრო მკაცრად, უფრო უკანონოდ. ინტერნეტი გახდება კასტრირებული და ცენზურას დაქვემდებარებული, რომ არაფერი ვთქვათ ჩვეულებრივ მედიაზე. პოლიტპატიმრების რიცხვი დროდადრო გაიზრდება, და ამ კატეგორიაში მოხვდებიან პოლიტიკისგან შორს მდგომი ადამიანები. ნებისმიერი პროტესტი გახდება დასჯადი.
დიახ, ყირიმის ავანტურის წყალობით პუტინი გაინაღდებს უვადო ძალაუფლებას, განაჩენს საკუთარი თავისთვის. შემდეგ მას, უბრალოდ, შეეშინდება გადადგომის. მაგრამ ეს უვადობა იქნება ხანმოკლე. ისიც ცნობილია ყველაფერი ეს რითი დამთავრდება. როცა არ არსებობს გაკოტრებული რეჟიმის შეცვლის ლეგალური მექანიზმი, ირთვება რევოლუციური.
 

    ხოლო რევოლუცია მრავალეროვან ქვეყანაში, რომელსაც ბირთვული იარაღიც აქვს, საშინელებაა."
მე არავის არ ვაშინებ და არც ყვავივით ვჩხავი. სამწუხაროდ, ყველაფერი ეს არა თუ დაუჯერებელი, არამედ პრაქტიკულად გარდაუვალია. თუ, რა თქმა უნდა, სასწაული არ მოხდა.
ერთი სიტყვით, გილოცავ, ყირიმის მომავალ მიერთებას, შენ - საცოდავო, მოზეიმე უმრავლესობავ!"- წერს ბორის აკუნინი.

 

 

 წყარო: "რეპორტიორი"

2-10-2014, 13:48
უკან დაბრუნება