ივერიონი / ზურა ბიგვავა დააკავეს , გიგა ბოკერია და ნიკა მელია კი გამარჯვებას ზეიმობენ!

ზურა ბიგვავა დააკავეს , გიგა ბოკერია და ნიკა მელია კი გამარჯვებას ზეიმობენ!

  ამ წუთებში პეკინის  #34-ში , "თავისუფალი ზონის" ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 


"თავისუფალი თაობა" და ჟურნალისტები ჟურნალისტის ცემის ფაქტს აპროტესტებენ და "თავისუფალი ზონის" დახურვას მოითხოვენ!


  როგორც "ივერიონის"  კორესპონდენტი  ადგილიდან იუწყება, სამართალდამცველებს დერეფანი  აქვთ გაკეთებული . ერთ მხარეს აქტივისტები , ხოლო მეორე მხარეს "თავისუფალი" ზონის წარმომადგენლები იმყოფებიან.
 "თავისუფალი ზონის" წევრებმა  აქციის მონაწილეებს პომიდვრები დაუშინეს.


P.S   ვიდრე  ინფორმაცია სააგენტოს ვებ-გვერდზე გავრცელდებოდა  შეგვატყობინეს, რომ "თავისუფალი თაობის" წევრი ზურა ბიგვავა დააკავეს.    უკანასკნელის ინფორმაციით, " თავისუფალი ზონის" ოფისში გიგა ბოკერია და ნიკანორ (ნიკა) მელია იმყოფებიან.

2-10-2014, 15:48
უკან დაბრუნება