ივერიონი / ლადო სადღობელაშვილი: "ნაცმოძრაობა" "თავისუფალ ზონას" აფინანსებს და აკონტროლებს კიდეც!

ლადო სადღობელაშვილი: "ნაცმოძრაობა" "თავისუფალ ზონას" აფინანსებს და აკონტროლებს კიდეც!

 ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი აცხადებს,რომ მათი მოძრაობის მიზანია "თავისუფალი ზონის"ლიკვიდაცია.

  სადღობელაშვილის თქმით, პერმანენტული  აქციებით ისინი ამას მიაღწევენ.

  "ჩვენს მეგობარს დავუჭირეთ მხარი, ზაზა დავითაიას, რომელიც ჩვენი თანამოაზრეა, ის იღებდა მონაწილეობას ჩვენს დაგეგმილ აქციებში "თავისუფალი ზონის" წინააღმდეგ. მისი ცემის შემდეგ ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მიგვეღო ამ აქციაში მონაწილეობა.

  პრაქტიკულად, ამ დღეებში მოხდა მათი ილუსტრაცია, მათ ანახეს თავიანთი თავი, თუ რას წარმოადგენენ, ისინი დამოკიდებულები არიან "ნაციონალურ მოძრაობაზე", რომელიც მათ აკონტროლებს, აფინანსებს და "აცხოვრებს" თავის ოფისში.

  რაც შეეხება ლიკვიდაციის მიღწევას, როდესაც ჩვენ, ასეთი გზებით მათ სახეს წარმოვადგენთ, როდესაც თვითონვე, მთვრალ მდგომარეობაში სცემენ თქვენს კოლეგებს, როდესაც ეს ჯაჭვი გაგრძელდება, როდესაც პრემიერი და ჭიკაიძე გამოვლენ და მათ დესტრუქციულ ძალებს უწოდებენ, ხალხში მათ მიმართ, ჩემი აზრით, დამოკიდებულება შეიცვლება",– განაცხადა სადღობელაშვილმა.

  შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა "თავისუფალი ზონის" ოფისთან გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა, რომ "ზონა" დესტრუქციული ძალაა, რისი დასტურიც ჟურნალისტ ზაზა დავითაიაზე თავდასხმა იყო.

3-10-2014, 13:28
უკან დაბრუნება