ივერიონი / კახი კალაძე: დაპირისპირების საფუძველი არ არსებობს!

კახი კალაძე: დაპირისპირების საფუძველი არ არსებობს!

  ვიცე-პრემიერი კახა კალაძე "თავისუფალ ზონასთან" მომხდარ დაპირიპირებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, "თავისუფალი ზონა" არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ქვეყანაში არეულობას ცდილობს.


 "დღეს ქვეყანაში არ არსებობს იმის საფრთხე, რომ ქუჩაში დაპირისპირებამ გამოიწვიოს უფრო დიდი დაპირისპირებები, თუმცა არის გარკვეული ძალები, რომლებსაც ამის სურვილი ნამდვილად გააჩნიათ. გუშინ ძალიან არასასიამოვო ფაქტი ვიხილეთ. ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონა", რომელიც დესტრუქციული ძალაა და ამოფარებულია იმ ჯგუფს, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია, დაფუძნებულია სიცრუეზე და დემაგოგიაზე.

  ეს დესტრუქციული ძალები გეგმავენ, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა და  იმის შეგრძნება, თითქოს ხელისუფლება ვერ მართავს სიტუაციას, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, ეს ჩანაფიქრი მათ არ გამოუვათ, ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ. მინდა, ქვეყნის მოსახლეობას მოვუწოდო, რომ არ არსებობს საფუძველი - ეს დაპირისპირება გახდეს მასობრივი,"- განაცხადა კალაძემ გადაცემაში "რეაქცია". 

3-10-2014, 22:45
უკან დაბრუნება