ივერიონი / გამოიყენებს თუ არა ვეტოს უფლებას გიორგი მარგველაშვილი?

გამოიყენებს თუ არა ვეტოს უფლებას გიორგი მარგველაშვილი?

   საქართველოს პრეზიდენტი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და პარლამეტის წევრებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი იყო, რომელსაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო უახლოეს მომავალში განიხილავს.

  "შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ სიღრმისეულად გვესაუბრა იმ კანონპროექტისა და პროცედურების შესახებ, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის გახდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საკითხი ჩვენი სამწუხარო გამოცდილებიდან გამომდინარე. მე მოვისმინე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა არგუმენტები, რომლებიც ამ თემის ექსპერტები არიან.  ითქვა ძალიან ბევრი სიმართლე როგორც ტექნიკური, ისე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, მაგრამ აუცილებელია მოვისმინო შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაც. სავარაუდოდ, მომდევნო კვირის დამდეგს უკვე შსს-ს წარმომადგენლებს შევხვდები. ჩვენ მათ მოვიწვევთ შეხვედრაზე და მოვისმენთ მათ მოსაზრებას. ვნახავთ არსებულ კანონმდებლობასაც და მხოლოდ შემდეგ ჩამოვაყალიბებთ ხედვას იმასთან დაკავშირებით, მოვაწერთ თუ არა ხელს ან დავადებთ თუ არა ვეტოს აღნიშნულ კანონპროექტს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

3-10-2014, 23:04
უკან დაბრუნება