მთავარი გვერდი > დავით ზურაბიშვილი: ზოგიერთი თანაგუნდელის განცხადებით გაკვირვებული დავრჩი!

დავით ზურაბიშვილი: ზოგიერთი თანაგუნდელის განცხადებით გაკვირვებული დავრჩი!


4-10-2014 / 18:46

დავით ზურაბიშვილი: ზოგიერთი თანაგუნდელის განცხადებით გაკვირვებული დავრჩი!

  თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი დავით ზურაბიშვილი გააკვირვა მისი ზოგიერთი თანაგუნდელის განცხადებებმა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციის შესრულება სავალდებულო არ არის. ამის შესახებ განცხადება დავით ზურაბიშვილმა "კვირის" პრესკლუბში გააკეთა.


  "ისეთმა სოლიდურმა ხალხმა თქვა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციიის შესრულება არ არის სავალდებულო, ძალიან გაკვირვებული დავრჩი. იურიდიულად ეს სავალდებულო არ არის, მაგრამ ამ ლოგიკით რუსეთსაც შეუძლია გამოვიდეს და თქვას რომ ევროსაბჭოს რეზოლუციები აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე სავალდებულო არ არის და ფეხებზე მკიდიაო. ევროსაბჭოს წევრობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს პოზიცია"- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

  შეგახსენებთ, ევროსაბჭოს რეზოლუცია შესასრულებლად არასავალდებულოდ მიიჩნია პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ.


უკან დაბრუნება