ივერიონი / საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

  დღეს 13 საათზე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ქართველ პედაგოგებს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან მიულოცავს.

  ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევს ,,მასწავლებელი - წარმატებული მომავლისათვის". მოწვეული სტუმრებისა და თბილისის პედაგოგებისთვის წარმოდგენილი იქნება საზოგადოების ცნობილი სახეების მოგონებები იმ პედაგოგების შესახებ, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მათ წარმატებებსა და ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში.

  ვიდეო რგოლში მონაწილეობდნენ: კახი კავსაძე, ეკა მამალაძე, ნატო მეტონიძე, მაია ბარათაშვილი, ეკა მიშველაძე, ლელი ბლაგონრავოვა, ირინა ფრუიძე, დავით ველიჯანაშვილი , თამთა დემურიშვილი , ნანა ჩაჩუა, ნოდარ ტაბიძე, ნუცა კოპალიანი.

 

5-10-2014, 09:41
უკან დაბრუნება