ივერიონი / ირინა სარიშვილი: საქართველოში ნაძირლების პარადია!

ირინა სარიშვილი: საქართველოში ნაძირლების პარადია!

პოლიტიკური პარტია „იმედის“ თავმჯდომარემ“ ირინა სარიშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ფრიად საგულისხმო და დამაფიქრებელი სტატუსი დაწერა. ვეთანხმებით რა სტატუსში ამოტივტივებულ რეციდივების მისეულ სეფასებებს, „ივერიონი“ სრულად გთავაზობთ ტექსტს:

„ორი საზიზღრობა ვნახე დღეს, ორივე პოლიტიკურ ნიადაგზე!!!

ერთი – "პრაიმტაიმში" გამოქვეყნებული უბინძურესი სტატია ეკა ბესელიაზე (ეს ამ გაზეთის სტილია, სხვის საცვლებში ქექვა და ბინძური ჭორების გავრცელება); მეორე, ვინმე ზაზა გაბედავას წერილი ნინო ჩხეიძის ქმრის მისამართით!!!

მე ეკა ბესელიას მეხოტბე არ ვარ, ყველამ კარგად იცის!!! მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტაში დავუკრა მის პირად ცხოვრებაზე ბინძური სტატიების გამოქვეყნებას!!! ეს ნაძირლობაა და ამისთვის ყველამ პასუხი უნდა აგოს!!!

არც ნინო ჩხეიძის სიმღერა მომწონს და არც მისი ქმრის პოლიტიკურ შეხედულებებს ვიზიარებ!!! არც ის მაინტერესებს, ვინ სად მღერის!!! მაგრამ არსებობს რაღაც ზღვარი, რომელიც ადამიანმა არასოდეს უნდა გადალახო!!! თუნდაც ეს შენს მოსისხლე მტერს ეხებოდეს!!!

როცა ქალის ქმარს კაცი (ზაზა გაბედავა) მიწერ, ჩამოდი შე მათხოვარო, შენი ცოლი აქ გვყავს და მშვენივრად ერთობა, და ფული თუ არ გაქვს, მე დაგაფინანსებო, შენ ცოლს (ჩხეიძეს) კიდევ არ მოვაწყენთო, აი ამის შემდეგ აქვს ხალხო მნიშვნელობა, ვის რა პოზიცია აქვს და ვინ ვისი მომხრე ან წინააღმდეგია?!!!!!!!!!

ამის დამწერი ზაზა გაბედავა რომ კაცი კი არა, ნაგავია, არამზადაა და დედა უნდა მო@@@@ა, ვინმეს ეჭვი ეპარება ამაში?!!!! აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ნინო ჩხეიძე სად მღერის, ან მანამდე მისმა ქმარმა რა დაწერა?!!!!!

ცუდი ცუდია და ნაძირალა ნაძირალაა, ვისკენაც არ უნდა იყოს ის!!! და სანამ ამას არ შევიგნებთ, მანამდე ამ ქვეყანას არაფერი ეშველება!!! სანამ მზად ვართ ყველაფერზე ხელისმომწერი ნაძირალა ავიტანოთ ჩვენს გვერდზე, თუ ის ჩვენს პოზიციას ეთანხმება და მხოლოდ მაშინ მოვექცეთ საკადრისად, როცა ის ჩვენსკენ აღარ იქნება, ვერანაირი სტრატეგია, ვერანაირი ხელისუფლება ქვეყანას ვერ გადაარჩენს, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებებს ჩვენ ვირჩევთ!!! და როგორებიც ვართ, ისეთს ავირჩევთ ყოველთვის!!!

ვინც ეკა ბესელიაზე ეს ბინძური სტატია დაწერა, ვინც დაბეჭდა და ვისაც მოეწონა, ყველა ნაძირალაა!!!

ზაზა გაბედავას ღია წერილზე ნინო ჩხეიძის ქმრის მისამართით ვინც ტაში დაუკრა და მოიწონა, გაბედავასთან ერთად არაკაცი, არაქალი და ნაძირალაა!!!
ეს ასეა და მორჩა!!!

P.S. ყველას გთხოვთ, კომენტარებით ამ სტატუსის თემას არ გავცდეთ: საკმაოდ მარტივი გასაგებია, რომ აქ პოლიტიკაზე კი არა, კაცობაზე და ადამიანობაზეა საუბარი! ასევე გთხოვთ, არცერთი ეს სიბინძურე კომენტარებში კედელზე არ დამიდოთ!“

6-10-2014, 17:17
უკან დაბრუნება