ივერიონი / მაია ფანჯიკიძე: რეზოლუციაში ბევრი პოზიტიური მომენტია!

მაია ფანჯიკიძე: რეზოლუციაში ბევრი პოზიტიური მომენტია!

  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში იმდენი პოზიტივია , რომ მასზე ყურადღების გამახვილებით აბსოლუტურად განეიტრალდებოდა ნეგატიური ელემენტები. განცხადება ამის შესახებ ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განუცხადა.

  "თავად რეზოლუციაში არის ძალიან ბევრი პოზიტიური მომენტი. არ არსებობს 100%-ით პოზიტიური რეზოლუცია. მასში არის რამდენიმე უარყოფითი მომენტიც, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ პოზიტიური ელემენტებიც ისევე ფართოდ იყოს წარმოდგენილი საზოგადოებისთვის, როგორც ხდება ხოლმე უარყოფითი ელემენტების გაჟღერება არა მხოლოდ ამ რეზოლუციასთან მიმართებაში, არამედ - ზოგადად. კრიტიკა აბსოლუტურად ნორმალური რამ არის მსგავსი სახის დოკუმენტებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქ იმდენი პოზიტივია ჩამოთვლილი, რომ მე ვფიქრობ, მასზე ყურადღების გამახვილებთ აბსოლუტურად განეიტრალდებოდა, თუ არა, დაიჩრდილებოდა ნეგატიური ელემენტები", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.


 

6-10-2014, 18:35
უკან დაბრუნება