მთავარი გვერდი > ირაკლი ალასანია: საქართველოს შეიარაღებული ძალები ყველა გადაადგილებას აანალიზებს!

ირაკლი ალასანია: საქართველოს შეიარაღებული ძალები ყველა გადაადგილებას აანალიზებს!


9-10-2014 / 13:33

ირაკლი ალასანია: საქართველოს შეიარაღებული ძალები ყველა გადაადგილებას აანალიზებს!

  საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალები ყველა გადაადგილებას აანალიზებს, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ხდება. ამის შესახებ განცხადება  ალასანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ  ჟურნალისტებთან  თემის კომენტირებისას გააკეთა.

  "საქართველოს შეიარაღებული ძალები აანალიზებს ყველა გადაადგილებას, ინფრასტრუქტურულს თუ სამხედროს, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში ხდება, აქედან გამომდინარე, შესაბამის ოპერატიულ გეგმებს იმუშავებს", - განაცხადა ალასანიამ.

 


უკან დაბრუნება