ივერიონი / ირაკლი აბესაძე: რამდენი ხანი აპირებს საქართველოს მთავარი პროკურატურა სირაქლემას პოზიციაში ყოფნას!

ირაკლი აბესაძე: რამდენი ხანი აპირებს საქართველოს მთავარი პროკურატურა სირაქლემას პოზიციაში ყოფნას!

  თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე მთავარ პროკურატურას, მერიიდან უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანების პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.


  "ამ დღეების მანძილზე კიდევ უამრავ კანონდარღვევაზე იქნება საუბარი, ადგილი აქვს სამსახურებიდან ადამიანების მასობრივ დევნას, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით. საინტერესოა რამდენი ხანი აპირებს საქართველოს მთავარი პროკურატურა სირაქლემას პოზიციაში ყოფნას. საჯაროდ გაკეთებული განცხადებები საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრან. ადამაინები მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე და დევნაზე ხმამაღლა საუბრობენ", - აცხადებს აბესაძე.

9-10-2014, 14:02
უკან დაბრუნება