ივერიონი / ზაზა ხატიაშვილი: ადვოკატთა შესახებ წესდებაში ცვლილებები შევა!

ზაზა ხატიაშვილი: ადვოკატთა შესახებ წესდებაში ცვლილებები შევა!

  პროფკავშირების კულტურის სახლში ადვოკატთა საერთო კრება მიმდინარეობს. როგორც "ადვოკატთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, დღევანდელ შეკრებაზე ადვოკატთა შესახებ წესდებაში ცვლილებები შევა.

   "ჩვენ ადვოკატთა პროფესიული ჯილდოები შემოგვაქვს. გვყავს ძალიან ბევრი დამსახურებული ადვოკატი, რომლებიც გვინდა, რომ დავაჯილდოოთ და ეს ჯილდო რომ არ გავაუფასუროთ, გადაწყვეტილებას მიიღებს საერთო კრება. აღმასრულებელი საბჭო ნომინირების წესს მოამზადებს. წესდებაში ეს ცვლილება თუ შევიდა, ძალიან კარგი იქნება ჩვენი ინსტიტუციური განვითარებისთვის", - აღნიშნა ხატიაშვილმა.

 

12-10-2014, 15:53
უკან დაბრუნება