ივერიონი / გიორგი მღებრიშვილი: სასჯელაღსრულების სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები დაიწყო!

გიორგი მღებრიშვილი: სასჯელაღსრულების სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები დაიწყო!

   სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა წარუდგინა.

 

  პენიტენციარულ სისტემაში ფუნდამენტური რეფორმა იწყება. სასჯელაღსრულების სისტემა თანამედროვე, ეფექტიანი მართვის მოდელზე გადადის, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინტეგრირებას სამინისტროსთან და მინისტრისთვის სრულად დაქვემდებარებას გულისხმობს.

 

  რეფორმა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის თანამედროვე მეთოდოლოგიასა და სტარდატებზე გადასვლას ითვალისწინებს. იგეგმება  სოციალური სამსახურის მოდერნიზაცია, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რებილიტაციის  ახალი პროგრამების დანერგვა და განვითარება.

 

  "ვიმედოვნებ, ჩვენს მიერ დაწყებული რეფორმა იქნება წარმატებული და  ერთხელ და სამუდამოდ აღადგენს ნდობას სისტემისადმი.  ჩვენი სურვილია, რომ რეფორმამ უზრუნველყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების უსაფრთხოების სტანდარტის გაუმჯობესება, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

13-10-2014, 14:54
უკან დაბრუნება