ივერიონი / გიორგი კვირიკაშვილი: მოულაპარაკებელი საკითხი არ არსებობს!

გიორგი კვირიკაშვილი: მოულაპარაკებელი საკითხი არ არსებობს!

  ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ქართულმა მხარემ დიდი ხანია გააკეთა განცხადება ცეცხლის განუახლებლობის შესახებ, მაგრამ რუსეთის მზაობა უკვე წლებია არ დადასტურებულა.


  "გასარკვევია მთლიანობაში ერთიან კონტექსტში ძალის გამოუყენებლობა. ჩვენი მხრიდან ეს განცხადება გაკეთებულია, მაგრამ საჭირო არის ყოველმხრივი სიმეტრია ამ საკითხში, რომ რუსეთის მხრიდანაც იქნას იგივე აღიარებული. მოულაპარაკებელი საკითხი არ არსებობს, თუ ამის სურვილი იქნა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი", - განაცხადა მინისტრმა.

  ცნობისათვის, გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მხრიდან ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება გაეროსგან ითხოვს.

14-10-2014, 11:07
უკან დაბრუნება