ივერიონი / გია ვოლსკი: "ნაციონალურ მოძრაობას" ზეიმი აქვს გამოცხადებული!

გია ვოლსკი: "ნაციონალურ მოძრაობას" ზეიმი აქვს გამოცხადებული!

  "  საკმაოდ მწვავე რეზოლუცია იყო თავიდან, თუმცა ობიექტური შენიშვნებით აღსავსე ", - განაცხადება ამის შესახებ  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

  "პირველად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ისტორიაში მოხდა ის, რომ არც მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე და არც მომხსენებლები არ ეთანხმებიან იმ რეზოლუციას - იმ დამატებებს. საკმაოდ მწვავე რეზოლუცია იყო თავიდან, თუმცა ობიექტური შენიშვნებით აღსავსე და ახლა მთელ "ნაციონალურ მოძრაობას" ზეიმი აქვს გამოცხადებული, რომ ასეთი პარტიზანული მეთოდით რაღაცას მიაღწიეს. იქ არსებობენ  ადამიანები, რომლებთანაც იმუშავეს და მომილოცავს, საკმაოდ კარგად იმუშავეს, მაგრამ ეს დამაზიანებელია სახელმწიფოსთვის მთლიანად", - განაცხადა ვოლსკიმ.

15-10-2014, 18:14
უკან დაბრუნება