ივერიონი / რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი რეზოლუციაზე მუშაობს

რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი რეზოლუციაზე მუშაობს

  რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი ორ რეზოლუციაზე მუშაობს. რეზოლუციების პროექტს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ქართული ოცნება ადგენენ.

  ცნობილია საპარლამენტო უმცირესობის რეზოლუციის პროექტის შინაარსი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაარეგისტრირეს.

  საპარლამენტო უმცირესობა მოუწოდებს პარლამენტს, მიიღოს რეზოლუცია, რომელიც, თავის მხრივ, მისცემს მითითებას მთავრობას, შეწყვიტოს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები.

  რეზოლუციაში წერია ისიც, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს საერთაშორისო საზოგადოებასთან საუბარი იმაზე, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის კონსტრუქციული დიალოგი მიმდინარეობს.

  რეზოლუციის ტექსტში ასევე წერია ისიც, რომ საქართველოს მთავრობამ მხარი უნდა დაუჭიროს რუსეთის ფედერაციის მიმართ ცივილიზებული სამყაროს მიერ შემოღებულ სანქციებს.

16-10-2014, 13:40
უკან დაბრუნება