ივერიონი / ლევან ბერძენიშვილი:საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი გეგმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა!

ლევან ბერძენიშვილი:საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი გეგმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა!

  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი, ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

  ბერძენიშვილის განმარტავს, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას აქვს ერთადერთი გეგმა და ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

  "არ ვიცი, რა გეგმაზეა საუბარი. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ერთადერთი გეგმა, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და აფახაზ და ოს ძმებთან ძმობის განმტკიცება. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, თვითონ რასაც არ უნდა ფიქრობდნენ. არაღიარების პოლიტიკა და ჩვენი მათთან ურთიერთობა, ყველაფერი ეს არის ჩვენი გეგმა. გულუბრყვილობა იქნებოდა, რომ ტელევიზიით პრემიერმა განაცხადოს, რა ნაბიჯები იდგმება, მაგრამ აფხაზეთთან დაკავშირებით საქართველოს აქვს გეგმა, დაიბრუნოს კონტროლი ამ ტერიტორიაზე", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

17-10-2014, 12:15
უკან დაბრუნება