მთავარი გვერდი > ირაკლი ღლონტი: საქართველოს დროებით ხელისუფლებაში პატრიოტი ადამიანების ადგილს ვერ ვხედავ !
ირაკლი ღლონტი: საქართველოს დროებით ხელისუფლებაში პატრიოტი ადამიანების ადგილს ვერ ვხედავ !17-10-2014 / 16:17 |
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას "რეფორმატორების ლიდერი ირაკლი ღლონტი გამოეხმაურა და "ივერიონთან" საუბარში განაცხადა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის გუშინდელი განცხადება შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი იყო ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისათვის, განსაკუთრებით კი იმ ოჯახებისათვის, რომლებიც გლოვობენ ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირებს, ასევე დღემდე აფხაზეთიდან დევნილები მოქალაქეებისათვის. დღეს მოვისმინე ჩემი რამდენიმე კოლეგის და ექსპერტის მოსაზრებაც, რომლებსაც აბსოლიტურად ვიზიარებ, თუმცა ერთ მნიშვნელოვან დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელზედაც დროებითი ხელისუფლების არც ერთმა ჩინოვნიკმა, მათ შორის ბატონმა ყოლბაიამ და ბატონმა ალასანიამ კომენტარი არ გააკეთა, ეს ეხება პრემიერის განცხადებაში ორჯერ გაცხადებულ აბსურდულ ცნებას - ,,აფხაზი ერი"" და მე მინდა მას მოვუწოდო, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს როცა საქართველოს უზენაეს ინტერესებზე იწყებს მსჯელობას. უკან დაბრუნება |