ივერიონი / რა გარანტიებს იძლევა ამერიკა?!

რა გარანტიებს იძლევა ამერიკა?!

მედიასაშუალებებში ჩნდება ინფორმაციები, რომ "ნაციონალებმა" ამერიკელებისგან ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღეს. განსაკუთრებით ეს თემა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ექს-თავდაცვისა და ექს-შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია საქართველოში დაბრუნდა და კითხვებზე პასუხს "ქართული ოცნებიდან" ანუ ახალი ხელისუფლებისგან ითხოვს. ახალაიას მიმართვაში, რომელიც საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს, იგი თავის თავს ფრთიან ანგელოზად მიიჩნევს და მისი სახელის დისკრედიტაციისა და უსაფუძვლო "ბრალდებების" გამო ლამის ბოდიშის მოხდასაც მოითხოვს.


ის, რომ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე ამერიკამ გარკვეული გავლენა მოახდინა, საკამათო არ არის. ამას ამერიკის ახლადდანიშნული ელჩის ბრიჩარდ ნორლანდის ოფიციალური განცხადებებიც მოწმობს, მაგრამ სხვა საქმეა, რამდენად სარწმუნოა მოარული ხლები იმის თაობაზე, რომ ამერიკამ "ნაციონალებს" ხელშეუხებლობის სრული გარანტია მისცა.


თუ ეს ასეა (ვეჭვობთ, რომ ასე იყოს!), მაშინ, გაურკვეველია რამდენად მოახერხებს "ქართული ოცნება" ქვეყანაში სამართლიანობის განცდის დამკვიდრებას. საპნის ბუშტივით გასკდება მათი წინასაარჩევნო დაპირებაც _ ყველა დამნაშავე კანონის ძალით დაისჯება!


პარლამენტის უმცირესობაში დარჩენილი "ნაციონალების" სიხისტე და ცინიზმამდე დასული უტიფრობა გვაფიქრებინებს, რომ ისინი ადვილად დანებებას არ აპირებენ. თუმცა, თუ ხელისუფლების მტკიცე ნება იქნება და კანონიც იკანონებს _ მკვლელები და ქვეყნის მაოხარნი "დამსახურებულ" სასჯელს არ უნდა გადაურჩნენ. ვფიქრობ წინ გველის გახმაურებული საქმეების განხილვა, რომელიც "ნაციონალთა" ნამდვილ სახეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს.


სააკაშვილმა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა და "ვარდების რევოლუციის" არქიტექტორმა შეიძლება გარკვეული გარანტიები მართლაც მიიღო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, სამართლიანობის ღდგენაში რომელიმე ქვეყანამ, თუნდაც ამერიკა იყოს, ხელი შეგვიშალოს!


რაც შეეხება ბაჩო ახალაიას საქართველოში დაბრუნებას, როგორც ამბობენ, მას უსაფრთხოების გარანტია უცხოეთში არ მისცეს და აქედან გამომდინარე იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო. საინტერესოა, რას იზამენ სხვა გაქცეულები?!

6-11-2012, 11:36
უკან დაბრუნება