ივერიონი / სერგეი ლავროვი: ვიმედოვნებ, ევროკავშირი აცნობიერებს, რა დამღუპველი იქნება უკრაინის სცენარის გამეორება!

სერგეი ლავროვი: ვიმედოვნებ, ევროკავშირი აცნობიერებს, რა დამღუპველი იქნება უკრაინის სცენარის გამეორება!

  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ევროკავშირს აფრთხილებს. ლავროვის განცხადებით მოლდოვაში უკრაინის სცენარის გამოყენებას დამღუპველი შედეგები ექნება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოლდოვას მიერ ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში, დნესტრისპირეთს ექნება უფლება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.

   "ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირი აცნობიერებს, რა დამღუპველი იქნება უკრაინის სცენარის გამეორება, რადგან ასეთივე გეგმები მუშავდება მოლდოვასა და დნესტრისპირეთთან მიმართებაში. როდესაც დავიწყეთ პროცესი (ხუთს პლუს ორი), ყველა შეთანხმდა, რომ თუ მოლდოვა შეიცვლის სამხედრო-პოლიტიკურ სტატუსს, დნესტრისპირეთს ექნება უფლება თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და ჩვენ ამ პოზიციას დავიცავთ", - განაცხადა ლავროვმა.

20-10-2014, 13:56
უკან დაბრუნება