ივერიონი / გიორგი კვირიკაშვილი: მცირე მეწარმეობაში სოფლის მოსახლეობის ჩართვა აუცილებელია!

გიორგი კვირიკაშვილი: მცირე მეწარმეობაში სოფლის მოსახლეობის ჩართვა აუცილებელია!

  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ძალიან დიდი დისპოროპორციაა ქალაქსა და რეგიონში მცხოვრებელ მოსახლეობაში მათი ცხოვრების დონით, რაც დღევანდელი დღის გამოწვევაა.

  ამის შესახებ განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას სამთავრობო ინიციატივის - "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტის, "მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში" პრეზენტაციის შემდეგ გააკეთა.

  მინისტრის განმარტებით, პროექტი შედგება ორი ფაზისგან, კერძოდ, ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელდება რეგიონების მოსახლეობის სწავლება-ტრენინგი, ასევე მცირე მეწარმეების, ხოლო შემდეგ სპეციალურად შერჩეული კომპანიები მოახდენენ ამ დაფინანსების განაწილებას და მონიტორინგს.

  "დღეს უნდა გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს, ხოლო დღევანდელი გამოწვევა არის ის, რომ გვაქვს ძალიან დიდი დისპროპორცია საქართველოში ქალაქებსა და რეგიონებში მცხოვრებელ მოსახლეობაში მათი ცხოვრების დონით. ამიტომ დღევანდელი გამოწვევის გამკლავებისთვის აუცილებელია ეს პროგრამა. შემდგომში სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ეფექტიანობა უფრო გაიზრდება და პარალელურად შეიქმნება უფრო დიდი ზომის საწარმოები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

20-10-2014, 14:15
უკან დაბრუნება