ივერიონი / თინა ხიდაშელი: "ქალებო, გამოდით", "ქალებო, იფრთხილეთ", მოწოდებებია მხოლოდ!

თინა ხიდაშელი: "ქალებო, გამოდით", "ქალებო, იფრთხილეთ", მოწოდებებია მხოლოდ!

  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ქვეყანაში ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობას facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.



  "დილიდან ვცდილობ, აზრებს მოვუყარი თავი, რაღაც სასარგებლო გავაკეთო, აზრები ქაღალდზე გადმოვიტანო, იქნებ რამე საინტერესოც კი მოვიფიქრო ამასობაში, მაგრამ არაფერი გამომდის, ჩაის ჭიქით ხელში დავდივარ და სიბრაზე მახრჩობს. ასეთ მდგომარეობაში კი სახიფათო ვარ და არა შრომისუნარიანი.

  სამ წუთში ერთხელ აქ შემოვდივარ და ნეწსფეედ ვაახლებ, კიდევ რომელიმე კაცმა თუ დაწერა რამე? მოიფიქრა რამე? აღშფოთდა მაინც? თუ ისევ მხოლოდ "ქალებო, გამოდით", "ქალებო, იფრთხილეთ", ან "დილით ქალები გადავითვალოთ, რამდენი დავრჩით" მოწოდებები და ქილიკია მხოლოდ?" - წერს ხიდაშელი.

20-10-2014, 14:22
უკან დაბრუნება