ივერიონი / დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი:ჯანსაღი წესის ხელშესაწყობად მზად ვართ სხვადასხვა რელიგიასთან ვითანამშრომლოთ!

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი:ჯანსაღი წესის ხელშესაწყობად მზად ვართ სხვადასხვა რელიგიასთან ვითანამშრომლოთ!

  პატრიაქრის მდივნის მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით,  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა. მისი თქმით, მართლმადიდებლური ეკლესია და ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი მზად არის ამ კუთხით  თანამშრომლობისთვის.

  "რა თქმა უნდა, ვართ რეჟიმში, რომ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა რელიგიასთან იმისათვის, რომ რამენაირად ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში ჯანსაღი წესის ჩამოყალიბებას. გამოითქვა მრავალი წინადადება სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომაგენლების მხრიდან. თვითონ პრეზიდენტის მხრიდან მეტად საინტერესო მიმართულებებზე იყო აქცენტი გაკეთებული",-განაცხადა ბოტკოველმა.

  ცნობისათვის, ქალთ მიმართ ძალადობის თემაზე პრეზიდენტი სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს შეხვდა.

20-10-2014, 15:20
უკან დაბრუნება