ივერიონი / სალომე ზურაბიშვილი: განაჩენი მერაბიშვილის მორალურ და პოლიტიკურ გამართლებას წარმოადგენს!

სალომე ზურაბიშვილი: განაჩენი მერაბიშვილის მორალურ და პოლიტიკურ გამართლებას წარმოადგენს!

  "საქართველოს გზის" საპატიო ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ყოფილი პრემიერისთვის ვანო მერაბიშვილისთვის, გირგვლიანის საქმეზე,3 წლიანი  პატიმრობის მისჯას საზოგადოების დაცინვად მიიჩნევს.

  "ან რაღაც არ მესმის, ან ნამეტანი კარგად მესმის: ანუ ეს ნიშნავს რომ გირგვილიანის ტრაგედია რომ მერაბიშვილის და მისი მეუღლის გამოწვეული იყო, რომ გატაცებას, წამებას სიკვდილი მოჰყვა და ამდენად პასუხისმგებელი პირი ამისთვის უნდა დასჯილიყო (დამეთანხებით, მაშინ 3 წელი დაცინვა არის) ასე არ ყოფილა .... ან ჩვენ ყველა შეცდომაში ვიყავით, მოგვატყუეს და არაფერიც არ მომხდარა, ტყუილა სიკვდილამდე დაიტანჯა ირინა ენუქიძე, ტყუილა ამდენი გამოსვლები და სინამდვილეში ამ ტრაგედიით იმ პროტესტის ტალღის დაწყება, რომელმაც ბოლოს სააკაშვილის რეჟიმი დაასრულა...ეს ყველაფერი "მოგველანდა???" ..... თუ გირგვილიანის მკველობა მკვლელობა არ ყოფილა თაკო სალაყაიას ჟინით გამოწვეული და მერაბიშვილის დაკვეთით, მაშინ ჩვენ უნდა გადავხედოთ მთელ ამ ბოლო წლების ჩვენს ისტორიას, გადავახალისოთ და სხვანაირად შევაფასოთ .... ასეთი უმძიმესი დასკვნა დევს ამ განაჩენში: ან ჩვენი (მთელი საზოგადოების) დაცინვაა, ან ჩვენი (მთელი საზოგადოების) შეცდომა ან- ან?????? და ეს ყველას გვეხება და განაპირობებს ასევე ჩვენს მომავალს...

  ისიც მომხდა თვალში რომ 3 წელი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება 2(ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.".....მაგრამ არჩევნებში მონაწილეობა არ ეკრძალება...

  არ ვიცი მე მეჩვენება თუ ეს ასე არის და ეს განაჩენი წარმოადგენს სინამდვილეში მერაბიშვილის მორალურ და პოლიტიკურ გამართლებას და რეაბილიტაციის პირველე ეტაპს?", - წერს ზურაბიშვილი

20-10-2014, 16:00
უკან დაბრუნება