ივერიონი / ელნურ სოლტანოვი: „სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მიმართ ყველაზე კონფრონტაციული საქართველო იყო. ასეთმა პოლიტიკამ თბილისს უარყოფითი შედეგები მოუტანა“

ელნურ სოლტანოვი: „სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მიმართ ყველაზე კონფრონტაციული საქართველო იყო. ასეთმა პოლიტიკამ თბილისს უარყოფითი შედეგები მოუტანა“

ინტერვიუში ბაქოს უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი ელნურ სოლტანოვი ჟურნალისტ ბარჩინ ინანჩთან  სამხრეთ კავკასიის რეგიონულ პრობლემებზე საუბრობს და ბუნებრივია, საქართველოს შესახებაც გამოთქვამს თვალსაზრისს.


გთავაზობთ ამონარიდს:


 „სამხრეთ კავკასიაში რუსეთთან ყველაზე კონფრონტაციული სახელმწიფო საქართველო იყო და შესაბამისად, ასეთმა პოლიტიკამ თბილისს უარყოფითი შედეგები მოუტანა. სომხეთი ძალიან დაუახლოვდა რუსეთს და ასეთი ინტეგრაცია თითქმის სუვერენიტეტის დაკარგვის ტოლფასია. აზერბაიჯანი მესამე ვარიანტის ერთგულია: ჩვენ არც ძალიან ახლოს ვართ რუსეთთან, არც ძალიან არ ვუპირისპირდებით. ჩვენ მშვიდად ვახორციელებთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. უფრო მეტიც - აზერბაიჯანმა რეგიონის დამოუკიდებლობისათვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. [ჩვენ არ ვამბობთ, რომ ქართველებვით ვიქცევით, მაგრამ ფეხით ნელა სიარულით ქართველებზე წინ უფრო მივდივართ].


რაც შეეხება დასავლეთის კრიტიკას აზერბაიჯანის მიმართ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში: თვით აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. ამასთან აზერბაიჯანი არ ჰგავს არც რუსეთს და არც ირანს. ჩვენ უფრო მეტად გვაქვს საქმე თურქეთთან, საქართველოსთან და დასავლეთის სახელმწიფოებთან. ჩვენ დასავლეთისკენ ვიყურებით და არა ჩრდილოელ ან სამხრეთელი მეზობლისაკენ.

„ჰურიეთ დეილი ნიუსი“ (თურქეთი), 20 ოქტომბერი, 2014 წელი
http://www.hurriyetdailynews.com/past-crisis-provided-a-reality-check-for-ankara-and-baku.aspx?pageID=238&nID=73201&NewsCatID=510

21-10-2014, 11:49
უკან დაბრუნება