ივერიონი / "თბილისობა 2014"-ის ბიუჯეტი 800 000 ლარით განისაზღვრა

"თბილისობა 2014"-ის ბიუჯეტი 800 000 ლარით განისაზღვრა

  თბილისობის დღესასწაულზე გასამართ ღონისძიებებზე დედაქალაქის მერიაში მსჯელობენ. "თბილისობა 2014"-ის ბიუჯეტი 800 000 ლარით განისაზღვრა.

  ქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ღონისძიებები  მთელი ქალაქის მასშტაბით გაიმართება. ასევე წელს, საპატიო თბილისელის ჯილდოს თბილისზე მზრუნველის ჯილდოც დაემატება.

  "მთელი ქალაქის ტერიტორიაზე გავშალეთ ღონისძიებები და ათივე რაიონული გამგეობის ტერიტორიაზე ასევე გაკეთდება ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებები. ზოგან ბავშვთა გასართობი, ზოგან სანახაობრივი და ა.შ.

 იქნება ცენტრალური მნიშვნელობის ღონისძებები და ამ თვალსაზრისითაც ძალიან დატვირთულია დედაქალაქის შესაბამისი უბნები",- განაცხადა ნარმანიამ.

   ცნობისთვის, "თბილისობა 2014" 25-26 ოქტომბერს გაიმართება.

22-10-2014, 12:52
უკან დაბრუნება