ივერიონი / ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობით მთელი მსოფლიო მოიგებს!

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობით მთელი მსოფლიო მოიგებს!

„ბაქოში წარმატებით ჩატრადა დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნების რკინიგზების სარკინიგზო ტრანსპორტის მართვის საბჭოს 61-ე სხდომა, რომელსაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.


რესპუბლიკის ლიდერმა, სხვა საკითხებთან ერთად,  აღნიშნა, რომ კავკასიის რეგიონის სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის პროექტის რეალიზებას“, -  ნათქვამია სარედაქციო სტატიაში.


პუბლიკაციაში გადმო-ცემულია საბჭოს სხდომის მიმდინარეობა, განხილული საკითხები და ვრცლადაა საუბარი თვით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის თაობაზე, რომელსაც ფართო პექსპექტივები აქვს: „სწორედ ამ რკინიგზამ უნდა შეიტანოს დიდი წვლილი რეგიონის სატრანსპორტო ქსელის განვითარებაში. მან უნდა განამტკიცოს სახელმწიფოთა უსაფრთხოება როგორც  კავკასიაში, ასევე ზოგადად, ევრაზიულ სივრცეში, ის ხელს შეუწყობს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, უზრუნველყოფს ტვირთების უსაფრთხოდ გადატანას ცენტრალური აზიისა და დასავლეთ აზიის რეგიონებიდან ევროპაში, გააფართოვებს მგზავრთა გადაყვანის მოცულობას... მოკლედ, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით მოიგებს არა მარტო აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი, არამედ დსთ-სა და ევროკავშირის ქვეყნები, ზოგადად კი - მთელი მსოფლიო“, - აღნიშნულია სტატიაში.

„კასპიი“ (აზერბაიჯანი), 23 ოქტომბერი, 2014 წელი
http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

23-10-2014, 11:31
უკან დაბრუნება