ივერიონი / გიორგი მარგველაშვილი: ქართულ-იაპონური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით კიდევ ერთი ნაბოჯი გადაიდგა!

გიორგი მარგველაშვილი: ქართულ-იაპონური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით კიდევ ერთი ნაბოჯი გადაიდგა!

  პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იაპონიაში ვიზიტის შეფასებისას აღნიშნა, რომ ქართულ-იაპონურ ურთიერთობებში ახალი ნაბიჯი გადაიდგა.

  "იაპონია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ბევრი მიმართულებით, მაგრამ ამ ვიზიტის ფარგლებში გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. ჩვენ ვართ უაღრესად მადლობლები იაპონელი ხალხის თბილი დახვედრისთვის, ასევე იაპონიის მთავრობის და პირადად პრემიერ-მინისტრის იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგი მაღალ დონეზე აიყვანა. მხარი დაგვიჭირა ჩვენ ყველა იმ მიმართულებაში, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

24-10-2014, 19:47
უკან დაბრუნება