ივერიონი / თეა წულუკიანი: მთავარია, რომ გამოძიება ჩატარდა და დადგა გამამტყუნებელი განაჩენი!

თეა წულუკიანი: მთავარია, რომ გამოძიება ჩატარდა და დადგა გამამტყუნებელი განაჩენი!

 ბაჩო ახალაიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ობიექტური და სამართლიანად მოხდა.აღნიშნული განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში "რეაქცია" .

 

  "ამ საქმეზე წინა ხელისუფლება თვალს ხუჭავდა გასაგები მიზეზების გამო. მთავრი პრობლემა მაშინ იყო ის, რომ სახელმწიფო ძალადობდა ადამიანის სიცოცხლეზე და შემდეგ უარს ამბობდა სახელმწიფო ამ საქმეების გამოძიებაზე. რეაგირება მოხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, შედეგად, საქმე დაიძრა მკვდარი წერტილიდან და გამოძიების შედეგად დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
  მე, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, მგონია, რომ შეიძლებოდა სასჯელი მეტი ყოფილიყო, მაგრამ როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, ჩემთვის მთავარია რეაგირება, ის, რომ გამოძიება ჩატარდა და დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. შვიდი წელი ციხეში შესაძლოა მედგარი კაცისთვის ცოტაა, მაგრამ ბაჩო ახალაიასთვის არც თუ ისე ცოტაა", - განაცხადა წულუკიანმა .

25-10-2014, 09:59
უკან დაბრუნება