ივერიონი / ილია II: ველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოში უმუშევარი ნაკლები იყოს!

ილია II: ველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოში უმუშევარი ნაკლები იყოს!

  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ ღმერთმა ინებოს, რომ ქართველმა ხალხმა და თბილისელებმა იარონ წინ.

  უწმინდესმა გაიხსენა დიდი მეფეები, რომლებიც იღვწოდნენ საქართველოსა და თბილისისათვის.


  "უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. როცა ჩვენ ვდღესასწაულობთ "თბილისობას", ჩვენ არ შეგვიძლია არ გავიხსენოთ ჩვენი დიდი წინაპრები: ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარი, ერეკლე და სხვანი, რომლებიც იღვწოდნენ საქართველოსთვის, თბილისისთვის და თბილისელებისთვის. როცა ჩვენ ვამბობთ, ვლაპარაკობთ "თბილისობაზე", უპირველესად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს პასუხისმგებლობაზე ხალხის წინაშე, გაჭირვებული ხალხის, უმუშევართა წინაშე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმუშევარი ნაკლები იყოს საქართველოში და თბილისში. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს და ღმერთმა ინებოს, რომ ქართველმა ხალხმა და თბილისელებმა იარონ წინ, დასძლიონ ყველა ის მძიმე წინააღმდეგობა, რომელიც ჩვენ გვხვდება. ჩვენი მომავალი ღვთის მადლით ნათელია და კურთხეული. კურთხეულ იყოს თბილისი, კურთხეულ იყოს თბილისელები და სრულიად საქართველო, ამინ!" - ბრძანა უწმინდესმა.

25-10-2014, 12:36
უკან დაბრუნება