მთავარი გვერდი > დავით ბაქრაძე: საქართველოს კუთხეების ანექსიას არ დავუშვებთ!

დავით ბაქრაძე: საქართველოს კუთხეების ანექსიას არ დავუშვებთ!


25-10-2014 / 14:03

დავით ბაქრაძე:  საქართველოს კუთხეების ანექსიას არ დავუშვებთ!

  აფხაზეთის დე-იურე ანექსიისგან დასაცავად გაერთიანებისკენ ყველა უნდა გავწევრიანდეთ. აღნიშნულ განცხადებას " ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა დავით ბაქრაძემ  დღეს გამართულ ერტობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

 

  როგორც ბაქრაძემ განაცხადა დღეს რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობა მიმდინარეობს. რომელიც ჯერ კიდევ 1992 წელს ეთნიკური წმენდით დაიწყო.


  ასვე დავით ბაქრაძემ ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა,  რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად დადგნენ.

"დღეს ქართული სახელმწიფოსთვის, ქართველი ხალხისთვის დიდი გამოწვევაა. ყველამ ერთად მივაწვდინოთ ხმა მსოფლიოს, ჩვენ არასდროს შევეგუებით აფხაზეთის ანექსიას, ჩვენ არასდროს შევეგუებით საქართველოდან მისი ძირძველი ნაწილების ჩამოჭრას. სწორედ ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, გავაკეთოთ აქცია 15 ნოემბერს და მივაწვდინოთ ხმა საქართველოში, საქართველოს გარეთაც და მთელ მსოფლიოშიც, რათა ყველამ დაინახოს, რომ ქართველი საზოგადოება არ დაუშვებს საქართველოს და მისი კუთხეების ანექსიას. მე მივმართავ ყველა იმ პოლიტიკურ ძალს, რომელიც ხედავს საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც აღიარებს, რომ რუსეთი არის ჩვენი მწარე წარსული, ხოლო საქართველოს მომავალი არის ევროპული ქვეყანა, სადაც ქართველები და აფხაზები ერთად ცხოვრობენ. მივმართავ ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ფიქრობს, რომ დღევანდელ სიტუაციაში ხელების ჩამოყრა და კაპიტულანტობა ნიშნავს საქართველოს ინტერესების ღალატს. ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია, ასეთ კრიტიკულ ვითარებაში პოლიტიკურ უთანხმოებებზე ზემოთ დააყენოს ქვეყნის ეროვნული ინტერესი და საზოგადოების მთლიანობა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.


უკან დაბრუნება