ივერიონი / პაატა დავითაია: საქართველოს ანექსიას არ შევეგუებით!

პაატა დავითაია: საქართველოს ანექსიას არ შევეგუებით!

  "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 15 ნოემბერს დაანონსებულ  საპროტესტო აქციას "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია ეხმაურება.

  "იმ ფონზე, როდესაც, ფაქტობრივად, საქართველოს ტერიტორიის ანექსია მიმდინარეობს და რუსეთის ფედერაცია ამზადებს ისეთ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს გარდამავალ პერიოდს იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთი გახდეს რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, აქედან გამომდინარე, მივესალმები ნებისმიერ მიდგომას, რაც რადიკალურად დააფიქსირებს პოზიციას, რომ ჩვენ არ ვეგუებით ანექსიას. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის მიერ იქნება ეს დაანონსებული. იმიტომ, რომ პროდასავლური პარტიები ყველა ერთად უნდა დადგეს", - განაცხადა პაატა დავითაიამ.

  შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობა" 15 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება პარტიის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

26-10-2014, 08:49
უკან დაბრუნება