ივერიონი / ზარალი ქუთაისში, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს!

ზარალი ქუთაისში, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს!

  ძლიერი ქარის შედეგად  ქუთაისში 5 სართულიანი ბინა დაზიანდა, ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი  გადახადა, სახურავმა კი ეზოში მდგომი მერსედესის მარკის ავტომობილი დააზიანა, ასევე დაზიანდა  პირველი, მეორე სართულები, საცხოვრებელ ფართებს ფანჯრები და აივნები დაუზიანდა, მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივ თვითმმართველობას სთხოვს. 

   მზია გუგუშვილი:-"ახალი დახურული სახურავი ძლიერმა  ქარმა დაგვიზიანა, ბინის ნახევარი სახურავი მთლიანად ავარდნილია , ვართ საშინელ დღეში, ერთი გაწვიმება და ჩაგვრეცხავს მთელ 5 სრთულს , ვითხოვთ ადგილობრივი თვითმმართველობიდან დახმარებას, რადგან  ამას ჩვენი ხარჯებით ვერ გავაკეთებთ, ეს სახურავიც მერის თანადაფინანსებით დაიხურა და ახლა დავრჩით სახურავის გარეშე, იმის მოლოდინში ვართ როდის გაწვიმდება და როდის ჩამოვირეცხებით!" 

   ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურში კი განმარტავენ, რომ ძლიერი ქარის გამო საცხოვრებელი ბინების დაზიანების შემთხვევევბი გახშირებულია. საბინაო სამსახურის უფროსის ვლადიმერ ნაკაშიძის თქმით, ამ დროისათვის ხუნდაძის 50-ში სამუშაოების შესრულებას ბუნებრივი პირობები აფერხებს, თუმცა მდგომარეობის დასტაბილურების შემდგომ ჩატარდება აზომვითი სამუშაოები და მოსახლეობისათვის გადასახური მასალის გადაცემა მოხდება. 

დავით ცხვარაძე

 

                  

27-10-2014, 15:45
უკან დაბრუნება