ივერიონი / "მიშველეთ, არ მინდა რომ შვილი მომიკვდეს!..."

"მიშველეთ, არ მინდა რომ შვილი მომიკვდეს!..."

      ამ წუთებში ოთარ ბექაური დაგვიკავშირდა და საკმაოდ აღელვებულმა გვთხოვა ეს მასალა გაგვევრცელებინა. 

 

   -"ერთი წუთით ყველას ყურადღებას მოვითხოვ. საერთოდ ყველასი, ვისაც გული გაგვაჩნია. ახლახანს, კოლმეურნეობის მოედანზე მოხუცი ქალი დავინახე, ხელში წარწერიანი კარდონი ეჭირა და მთელი ხმით ტიროდა. კარდონზე ეწერა: მიშველეთ, არ მინდა რომ შვილი მომიკვდეს!...

როცა გამოველაპარაკე 10 წუთი მაინც დამჭირდა, რომ გამეგო რა უჭირდა. მხოლოდ ორი სიტყვა გავიგონე, შვილი და ლეიკემია. გავარკვიე რომ რუსთავში ცხოვრობს და ტელეფონი გამოვართვი. 

   მე ახლა დავწერ ქალბატონ ვერას ნომერს

593 52 36 39

და გემუდარებით, დაურეკეთ, ჩავაკითხოთ რუსთავში და ფული ჩავუტანოთ ან ანგარიში გავახსნევინოთ და იქ ჩავურიცხოთ. მე 4-ჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში და კარგად მახსოვს დედაჩემი რა დღეში იყო. ვიცი ეს სიმწარე როგორია. შვილი არც ერთ დედას არ უნდა მოუკვდეს.

პ.ს. ფულიანო და ღიპიანო ბიძიებო, იცოდეთ, როდესაც მოკვდებით, მაგ ფულს იქ არავინ გაგატანთ... დახარჯეთ, გააკეთეთ კეთილი საქმეები, რომ სანთლის დამნთები დაგრჩეთ!!!

პატივისცემით ოთარ ბექაური

 

   მასალის გაცნობის შემდეგ "ივერიონი" უერთდება ოთარის მიმართვას და მოგმართავთ ჩვენს მკითხველს-გულთან ახლოს მივიტანოთ დედის გასაჭირი. ჩვენ უახლოეს დღეებში აუცილებლად დავუკავშირდებით ქ-ნ ვერას.

 

27-10-2014, 16:03
უკან დაბრუნება