ივერიონი / გია ვოლსკი:აფხაზებისა და ოსებისთვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ავტონომიის შეთავაზების განხილვა საინტერესო იქნება!

გია ვოლსკი:აფხაზებისა და ოსებისთვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ავტონომიის შეთავაზების განხილვა საინტერესო იქნება!

  როგორც პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გია ვოლსკის თქმით, აფხაზებისა და ოსებისთვის ავტონომიის შესახებ პრემიერის შეთავაზება არ არის ჩვეულებრივი შეთავაზება და მისი დეტალების განხილვა საინტერესო იქნება.

  "ეს არ არის ჩვეულებრივი შეთავაზება. ვფიქრობ, საინტერესო იქნება, უფრო მეტად, მომავალში ამ დეტალების განხილვა. დღეს, რაც უკვე ითქვა, იმას დავჯერდეთ და შემდეგ, დეტალებთან დაკავშირებით, დამატებით გვექნება საუბარი".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2-წლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ფახაზებს და ოსებს მიმართ.

27-10-2014, 17:08
უკან დაბრუნება