ივერიონი / ოთარ დანელია: პროგრესი ყველა მიმართულებითაა, გამონაკლისს არც სოფლის მეურნეობა წარმოადგენს!

ოთარ დანელია: პროგრესი ყველა მიმართულებითაა, გამონაკლისს არც სოფლის მეურნეობა წარმოადგენს!

   პროგრესი არის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, მათ შორის, გამონაკლისს არც სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სასტუმრო "რედისონში" პრემიერის მოხსენება შეაფასა.

 

  "როგორც ნახეთ, პროგრესი არის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, მათ შორის, გამონაკლისს არც სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევებია. მე ხაზს გავუსვამდი წლევანდელ რთველს, რომელიც ძალიან წარმატებულია. ასევე მნიშვნელოვანია ის ახალი პროექტები, რომელიც სოფლის მეურნების სამინისტროში ხორციელდება. მათ შორის, არის "აგროდაზღვევის პროექტი", რომელშიც უკვე 6000-ზე მეტი ბენეფიციარი მონაწილეობს. ასევე "კოოპერატივების განვითარება", მათი ხელშეწყობის პროგრამები. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საირიგიაციო სისტემებზე. საქართველოში ძალიან დიდი ტერიტორიებია წყალუზრუნველყოფილი. ვგეგმავთ ამ ტერიტორიების გასამმაგებას",  - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

27-10-2014, 17:26
უკან დაბრუნება