ივერიონი / რატომ გადადო დავით ფერაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაგეგმილი აქცია?!

რატომ გადადო დავით ფერაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაგეგმილი აქცია?!

,,დღეს  პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ვაპირებდი მისვლას, შევიტყვე, უშიშროების სხდომას მართავენო, პრემიერიც დაესწრება თურმე. ჩემი მიზანი იყო, პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის კიდევ ერთხელ მიმემართა, მოგვაშოროს თავისი პროტეჟე თამარ სანიკიძე!

იგი იაპონაში იყო და არ იცის, იმ საპროტესტო აქციის შესახებ, სანიკიძეს რომ მუვუწყვე პარლამენტთან. მართალია, აქციაზე ერთი კაცით მივდიოდი, მაგრამ სანიკიძესთან „ხმალშემართული“ ბრძოლის ორი თვის თავზე, ესეც პროგრესია!


ვინაიდან შევიტყვე, რომ სხდომა რუსეთ-აფხაზეთის მნიშვნელოვან საკთხს შეეხება, დღევანდელი აქცია სხვა დროისთვის გადავდე. ისე, როგორც მეუბნებიან, სანიკიძე თურმე გაგიჟებულია, ამას ვის გადავეკიდეო!“ - აცხადებს ,,ივერიონთან“ საუბრისას  თბილისის მე-116 საჯარო სკოლის პედაგოგი დავით ფერაძე.

28-10-2014, 11:33
უკან დაბრუნება