ივერიონი / მაია ფანჯიკიძე: უშიშროების საბჭოს სხდომას 3 მინისტრი არ დაესწრება!

მაია ფანჯიკიძე: უშიშროების საბჭოს სხდომას 3 მინისტრი არ დაესწრება!

 საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომას 3 მიისტრი არ დაესწრება. აღნიშNული განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრა  მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.


  "13 ოქტომბერს, როდესაც გამოქვეყნდა ხელშეკრულება, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ შესთავაზა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, მაშინ გააკეთა პრეზიდენტმა განცხადება, რომ სწორედ აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხები იქნებოდა განხილვის თემა.

სამი მინისტრი არ არის თბილისში. ესენი არიან: თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები. დანარჩენი წევრები, ვინც არიან თბილისში, მივლენ ამ სხდომაზე",-განაცხადა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს, 18:00 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციის  ადმინისტრაციულ ნაწილში გაიმართება.

28-10-2014, 11:52
უკან დაბრუნება