ივერიონი / რამაზ საყვარელიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც კოდორი ჩააბარა და 2008 წელი მოუტანა საქართველოს, საეჭვოა, ქვეყნის ინტერესები ამოძრავებდეს!

რამაზ საყვარელიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც კოდორი ჩააბარა და 2008 წელი მოუტანა საქართველოს, საეჭვოა, ქვეყნის ინტერესები ამოძრავებდეს!

„ივერიონს“ „ნაციონალების“ მიერ დაანონსებულ აქციაზე პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრება.

 

- ბატონო რამაზ, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ 15 მოემბერს საპროტესტო აქცია დააანონსა. ისინი ოფიციალურად აცხადებენ, რომ ამის მიზეზი რუსეთ-აფხაზეთს შორის ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებაა. ექსპერტები და საზოგადოების ნაწილი ამას ,,ნაციონალების“ მორიგ აფიორად მიჩნევს, რაც ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის არევას ემსახურება. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური ავანსცენიდან გასაქრობად გამზადებულმა პარტიებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს!.. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ არეულობის თავიდან ასაცილებლად და როგორი იქნება თქვენი კომენტარი ამ საკთხთან დაკავშირებით?


ამ აქციაში ,,ნაციონალურ მოძრაობა“ ,,ეყრდნობა“ იმ პარტიებს, რომლებიც მის სატელიტ პარტიებს წარმოადგენდნენ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში.
ვფიქრობ, გრძელდება ,,ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სტრატეგია - მიიმხროს ყველა, ვისაც შეძლებს და დაერდნოს მათ. ეს მოსალოდნელიც კი იყო.
პარტიას, რომელმაც კოდორი ჩააბარა და 2008 წელი მოუტანა საქართველოს, საეჭვოა, ქვეყნის ინტერესები ამოძრავებდეს! მას ეს ნაბიჯი ,,გულახდილად“ რომ გადაედგა, ყველა პარტიას უნდა შეთანხმებოდა. ის კი მხოლოდ ,,იმ“ პარტიებს ეყრდნობა!


ამ აქციაზე მოსალოდნელი პროვოკაცია ორი ტიპის შეიძლება იყის: პირველი, სამართალდარღვევითი, თუმცა აქ  დამნაშავეს ადვილად დააკავებენ და წესრიგს აღადგენენ და, მეორე, პოლიტიკური პროვოკაციები-უფრო მნიშვნელოვანი, თუ ,,ნაციონალების“ მიერ დაგეგმილ აქციაზე ცოტა ადამიანი მივა, ხელისუფლებას რუსეთის ორიენტირად წარმოაჩენენ, თუ ბევრი მივა, იტყვიან, აი, ხელისუფლების წინააღმდეგ რამდენი ადამიანი გამოვიდაო!..
თუ, ,,ნაციონალების“ აქციის პარალელურად, სხვა პარტიები ამ საკითხთან დაკავშირებით ცალკე გამართავენ აქციებს, აქ გამოჩნდება, ვინ იქნება აფხაზეთის ნამდვილი გულშემატკივარი!..

                                                           ესაუბრა ია ჯღარკავა


28-10-2014, 13:39
უკან დაბრუნება